ავტორი:

წუხელ თავს დაესხნენ ე.წ. აგენტების კანონპროექტის კიდევ ერთ მოწინააღმდეგეს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს - "დღეს 72 წლის მამას დაურეკეს და დაემუქრნენ, საღამოს აასრულეს მუქარა"

წუხელ თავს დაესხნენ ე.წ. აგენტების კანონპროექტის კიდევ ერთ მოწინააღმდეგეს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს - "დღეს 72 წლის მამას დაურეკეს და დაემუქრნენ, საღამოს აასრულეს მუქარა"
  • ფოტო: "ტვ პირველი"

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 8 მაისის ღამით, ქუჩაში სცემეს ე.წ. აგენტების კანონის კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე. მისი თქმით, ის ამ დროს მეგობართან ერთად იყო, რომელმაც ძალადობის ფაქტის მხოლოდ ფრაგმენტის გადაღება შეძლო.

ღვინიანიძეს მიყენებული დაზიანების გამო ქვედა ტუჩზე ჭრილობის გაკერვა დასჭირდა. ის "TV პირველს“ კლინიკიდან ესაუბრა.

"ეს დაკავშირებულია ჩემს აქტიურობასთან... დღეს 72 წლის მამას დაურეკეს და დაემუქრნენ, საღამოს აასრულეს მუქარა, რომელზეც ყველას გვეგონა, რომ სატელეფონო ხუმრობები იქნებოდა“, - განაცხადა აქტივისტმა, რომელიც 11 მაისს თბილისში დაგეგმილი მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

გუშინ საღამო ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსა და "გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის ძმას გია ჯაფარიძეს.

იხილეთ ასევე: