ავტორი:

მამაკაცმა ცოლი იმის გამო მოკლა, რომ მისი სამკურნალო ხარჯების გადახდა აღარ შეეძლო - ამერიკაში მომხდარი დანაშაულის დეტალები

მამაკაცმა ცოლი იმის გამო მოკლა, რომ მისი სამკურნალო ხარჯების გადახდა აღარ შეეძლო - ამერიკაში მომხდარი დანაშაულის დეტალები

მისურის შტატში მცხოვრებმა 75 წლის მამაკაცმა ცოლი საავადმყოფოს საწოლში დაახრჩო. რონი უიგზი ამტკიცებს, რომ მას ცოლისთვის თირკმლის დიალიზის მკურნალობის თანხების გადახდა არ შეეძლო და ასეთი შემზარავი გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

რონი უიგზი ფემიციდთან დაკავშირებული მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებებისა და გამომძიებლების თქმით, რონიმ მწოლიარე ცოლს ცხვირ-პირი დაუხშო, რომ არ ეყვირა, შემდეგ კი დაახრჩო.

ცოლის მკვლელობის შემდეგ 75 წლის კაცმა საავადმყოფო დატოვა და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც კლინიკის თანამშრომლებმა მისი ცოლი გარდაცვლილი იპოვეს. საავადმყოფოს თანამშრომელმა გაიგო, როგორ აღიარა უიგზმა დანაშაული: "ეს მე გავაკეთე. მე მოვკალი. დავახრჩე".

აღიარების მოსმენის შემდეგ, საავადმყოფოში პოლიცია გამოიძახეს, უიგზი დააკავეს და განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანეს. 75 წლის მამაკაცმა პოლიციას გულახდილად უამბო როგორ მოკლა ცოლი. უიგზის თქმით, მას ავადმყოფ ქალზე ზრუნვა და სამედიცინო ხარჯების გადახდა აღარ შეეძლო.

უიგზი პოლიციასთან იმაშიც გამოტყდა, რომ მას ცოლის მოკვლა მანამდე კიდევ ორჯერ ჰქონდა ნაცადი. როგორც რონი სამართალდამცავებს უყვებოდა, მან ცოლის მოკვლა პირველად სამედიცინო სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სცადა. 75 წლის კაცს ხელი იმან შეუშალა, რომ, მისმა მძინარე ცოლმა მოულოდნელად გაიღვიძა. უიგზის თქმით, მან ცოლის მოკვლა მეორედ იმიტომ ვერ მოახერხა, რომ ექიმებმა 72 წლის პაციენტის პალატაში რამდენიმე მონიტორი დააყენეს.

მისურის კანონის თანახმად, რონი უიგზის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება 10-30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: theguardian