ავტორი:

შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორსა და "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - კადრები ადგილიდან

შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორსა და "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - კადრები ადგილიდან

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.

  • შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გიორგი კლდიაშვილმა შვედეთის საელჩო დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც გიორგი კლდიაშვილს, ასევე „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს.

შვედეთის საელჩოსთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მომხდარის დადგენას ცდილობს.

  • როგორც კლდიაშვილი წერს, ის თავს კარგად გრძნობს და არაფერი სჭირს.

“მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ და ვინც ნერვიულობთ ჩემზე. ყველას ვერ გპასუხობთ, კარგად ვარ, არაფერი მჭირს. შვედეთის საელჩოსთან, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი ჟურნალისტებს, კამერების წინ, თავს დაგვესხა უცნობი პირი. ყველაფერი კარგად არის და იქნება, ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“,- წერს კლდიაშვილი.

ცნობისთვის, არასამთავრობო სექტორის ნაწილი დღეს შვედეთის საელჩოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ, იოჰან ფორსელს შეხვდა.