ავტორი:

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდში დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 35 ადამიანი

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდში დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 35 ადამიანი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ბორისოვის რაიონში უკრაინის მიერ მიკროავტობუსების დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია რაიონის ხელმძღვანელზე, ვლადიმერ პერევერზევზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ავტომობილებით სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის თანამშრომლები გადაჰყავდათ.

მოგვიანებით, ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განმარტა, რომ დრონებით თავდასხმა „გაზელის“ ტიპის ორ ავტომობილსა და ერთ მსუბუქ ავტომობილზე სოფელ ბერეზოვკას მიდამოში მოხდა.