ავტორი:

"დაფიქრდით, ქართველებო! იმის მაგივრად, რომ გაიხაროთ გამარჯვებით..." - რატომ გახდა აფხაზეთში გარჩევის საგანი საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება?

"დაფიქრდით, ქართველებო! იმის მაგივრად, რომ გაიხაროთ გამარჯვებით..." - რატომ გახდა აფხაზეთში გარჩევის საგანი საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება?

26 მარტს დინამო არენაზე საბერძნეთზე გამარჯვების შემდეგ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა. წარმატებული მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა გამარჯვება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს.

  • "ამ დღეს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიკროფონში სკანდირებდნენ ფრაზებს, "აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა". გულშემატკივრები კი მათ შეძახილებს იმეორებდნენ" - ასე ეხმაურება რუსული მედია 26 მარტის ღამეს.

ტელეგრამ-არხი "რესპუბლიკა" ქართველი ფეხბურთელების ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების არასათანადო საქციელზე რეაგირება უნდა მოახდინოს იმ ხელისუფლებამ, რომელიც განსაზღვრავს სპორტული ღონისძიებების წესებსა და ჩარჩოებს".

პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, კომენტარებში წერენ:

"რუსულ სპორტულ საიტებზე კომენტარებში მხოლოდ მილოცვებია რუსების მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ევრო 24-ზე გასვლაზე... რა უხარიათ?!“

"იმის მაგივრად, რომ გაიხარონ, რომ პირველად მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ეს იდიოტები სისულელეს სკანდირებენ“

"მათ არც კი ესმით, რომ ასეთი შეძახილები კიდევ უფრო გვაიძულებს გავხდეთ ერთიანი. აფხაზები შეიძლება დიდხანს კაზმავდნენ, მაგრამ ჩქარა იპარებიან! ომი არ არის ფეხბურთის თამაში და მას არაფერი აქვს საერთო თამაშთან! დაფიქრდით, ქართველებო, ამას თუ კითხულობთ და თუ შეგწევთ საერთოდ აზროვნების უნარი!“

"უფალო, ეს უნიკალური ხალხია. არავითარ შემთხვევაში არ ივიწყებენ აფხაზეთს“

"ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციისა და ხელისუფლების განცხადებებს და საერთოდ დაგვავიწყდა, რომ „დღემდე“ ომის მდგომარეობაში ქართველებთან ვართ. არ ივიწყებენ და ემზადებიან... რამდენი ასეთი განცხადება გაკეთდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში?!“

"მათ კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ჩაკვეტაძე კვარაცხელიაზე უარესად არ თამაშობს“

ჟურნალისტი როინ აგრბა სოციალურ ქსელში 2016 წლის ვიდეოს აქვეყნებს, როდესაც სოხუმის "დინამოს" სტადიონზე საზეიმო ვითარებაში დაიხურა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში - ConIFA-2016 და გამარჯვებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები გახდა.

"და ჩვენს ქუჩაზეც იყო დღესასწაული, ლოზუნგებისა და საგალობლების გარეშე" - წერს აგრბა. პოსტს კომენტარებში აფხაზებისა და ქართველების ნაწილი გამოეხმაურა.

"და კიდევ ბევრი გამარჯვება იქნება. ჩვენს შვილებს მაშინ არც კი ახსოვდათ "კარგი" მეზობლები. სტუმრები ღირსეულად მიიღეს და მაიმუნებივით არ ცეკვავდნენ.“

"კი და არავის უყვირია, რომ საქართველო + ევროპა + ლგბტ“

"როინ, მალე დადგება ის დრო, როცა, როგორც ძველად, ისევ ჩავეხუტებით ერთმანეთს. შენი უნიჭიერესი ანა, ქართულ სცენასაც დაამშვენებს. მე მენატრება ის დრო. მადლობა მოლოცვისთვის“

2016 წელი, სოხუმი

საპასუხოდ აგრბა წერს:

"გმადლობთ კეთილი სურვილებისთვის და წარსულის სასიამოვნო მოგონებებისთვის. სამწუხაროდ, წარსულის დაბრუნება შეუძლებელია იმ სახით, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობდით, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ პოზიტიურები, დავმშვიდდეთ და ვიყოთ ბედნიერები დღეს ერთმანეთისთვის“.

ნახეთ ასევე: