ავტორი:

მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა

მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა

მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხაილ მურაშკო ავრცელებს.

"80 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვი, საავადმყოფოებში რჩება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს“, - განაცხადა მიხაილ მურაშკომ.

მურაშკომ აღნიშნა, რომ 4 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შეგახსენებთ, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა გასულ პარასკევს მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.