ავტორი:

ზურიკო დავითაშვილმა შვილი მონათლა - პატარას ერთ-ერთი ნათლია ხვიჩა კვარაცხელიაა (ფოტოები)

ზურიკო დავითაშვილმა შვილი მონათლა - პატარას ერთ-ერთი ნათლია ხვიჩა კვარაცხელიაა (ფოტოები)

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა გამარჯვებიდან მეორე დღეს შვილი მონათლა. პატარა დათის ერთ-ერთი ნათლია, ხვიჩა კვარაცხელიაა.

ოქტომბერში ფრანგული "ბორდოსა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი მამა გახდა. ზურიკომ და მისმა მეუღლემ, მია გზირიშვილმა ვაჟს დათი დაარქვეს.

ზურიკო მეუღლის მშობიარობას არ დასწრებია, რადგან საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იყო.

ზურიკოსა და მიას ქორწინების შემდეგ ფეხბურთელის დედა, თამუნა წიწილაშვილი ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ამბობდა:

"მია არაჩვეულებრივი გოგოა. ხელი მოულოდნელად მოაწერეს. მია იმდენად საყვარელი გოგოა, ვეუბნები, - შენი სახით მეოთხე შვილი შევიძინე-მეთქი. გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა, მეც ეს გზა გამოვიარე და ვიცი. ის ამბობს, რომ მზად არის ამ სირთულისთვის. ზუკას ძალიან აფასებს, უყვარს, ბედნიერები არიან".