ავტორი:

"დაე, ყველა სურვილი აგისრულდეს, გარდა ერთისა..." - როგორ ულოცავს დემნა გვასალიას დაბადების დღეს ძმა, რომელიც დაუპირისპირდა

"დაე, ყველა სურვილი აგისრულდეს, გარდა ერთისა..." - როგორ ულოცავს დემნა გვასალიას დაბადების დღეს ძმა, რომელიც დაუპირისპირდა

ფრანგული მოდის სახლის, “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია 43 წლის გახდა. დიზაინერს დაბადების დღეს სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს ძმა, გურამ გვასალია და ბავშვობისდროინდელი, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე დემნა და გურამ გვასალიები ერთად არიან აღბეჭდილები.

"გილოცავ დაბადების დღეს, ძმაო, დემნა. დაე, ყველა სურვილი აგისრულდეს, გარდა ერთისა, რათა ყოველთვის გააგრძელო ოცნება...“ - წერს გურამი.

შეგახსნებთ, რომ ბოლო დროს ძმებს შორის დაპირისპირებაა, თუმცა ტაბლოიდები წერენ, რომ შესაძლოა, ეს სპეციალურად იყოს დადგმული იმ ბრენდების პოპულარიზაციისთვის, რომელსაც ცალკ-ცალკე წარმოადგენენ.

2023 წლის ბოლოს პარიზში გამართულ Balenciaga-ს ჩვენებაზე დემნა გვასალიამ ძმა, გურამ გვასალია არ დაპატიჟა.

იქამდე კი გურამმა New Your Times-თან ინტერვიუში განაცხადა:

"დემნა ჩემზე ექვსი წლით უფროსია, როცა მე მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. ჩემზე ადრე მიიღო ცხოვრებაში გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, ვფიქრობ, რომ მე მასზე ბევრად უფრო წინ ვარ“, - ამბობს გურამი.