ავტორი:

უკრაინის შეიარაღებული ძალები - ყირიმში ოკუპანტების სადესანტო ხომალდებს "იამალსა“ და "აზოვს“ დავარტყით

უკრაინის შეიარაღებული ძალები - ყირიმში ოკუპანტების სადესანტო ხომალდებს "იამალსა“ და "აზოვს“ დავარტყით

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ყირიმში, ოკუპირებულ სევასტოპოლში ოკუპანტების დიდ სადესანტო გემებს, “იამალსა“ და "აზოვ“, კავშირგაბმულობის ცენტრს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი იუწყება.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაარტყეს დიდ სადესანტო ხომალდებს "იამალსა“ და "აზოვს“, კავშირგაბმულობის ცენტრს, ასევე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში“, - ნათქვამია განცხადებაში.