ავტორი:

"რამდენ პირად ტკივილსა და დარდს იტევდა შენი გული... რამდენიმე დღის წინ გელაპარაკე და..." - რას წერს მეგობარი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ

"რამდენ პირად ტკივილსა და დარდს იტევდა შენი გული... რამდენიმე დღის წინ გელაპარაკე და..." - რას წერს მეგობარი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, -აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე დაეცა.

"ბრძოლაში გმირულად დაეცა ჩვენი ძმა თენგო ჭანია, "აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადა“, - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში

  • მებრძოლის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ მისი მეგობრები და ახლობლები. ერთ-ერთი მათგანი კი მაია კალანდიაა:

"როგორ მოგეპარა ტყვია და რანაირად, როგორ გაგიბედა?! რამდენიმე დღის წინ გელაპარაკე და თურმე ბოლოჯერ დამიძახე, -მაია ძღაბ მუჭო რექ?-მაია ძღაბი! საოცრად ტკბილად მომმართავდი. აჩიგვარელი ბიძაშვილები მეძახდნენ ასე ბავშვობაში...

მათბობდა სამურზაყანოული, შენი ტკბილი მეგრული, შენზე უბოროტო ადამიანი ძნელად მოსაძებნია. რამდენ პირად ტკივილსა და დარდს იტევდა შენი გული, მაგრამ ყველაზე წინ, ქვეყნის ინტერესები გეყენა.

საყვარელო მეგობარო - ჭანო !

შენ იბრძოდი ჩვენი სახელით, სამყაროს უბოროტესი მტრის წინააღმდეგ და უკრაინის მიწაზე ებრძოდი ღორებს, ვინც სახლ-კარი აგიოხრა აფხაზეთში. როგორ ვთქვა წარსულში, რომ მყავდი უერთგულესი და უალალესი მეგობარი, ვაჟკაცი და უკანდაუხეველი. დიდება გმირებს!დიდება თენგიზ ჭანიას სახელს!"მ - წერს მაია კალანდია.