20%-იანი ფასდაკლება „ლურჯი ოკეანის“ სრულ ბიბლიოთეკაზე 31 მარტამდე იმოქმედებს!

20%-იანი ფასდაკლება „ლურჯი ოკეანის“ სრულ ბიბლიოთეკაზე 31 მარტამდე იმოქმედებს!

ბიზნეს ლიტერატურის მოყვარულთათვის, გამომცემლობა „პალიტრა L”-ს სასიამოვნო სიახლე აქვს: დღეიდან - 31 მარტამდე, „ლურჯი ოკეანის“ სერიის წიგნებზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, როგორც „ბიბლუსის“ ქსელში, ასევე ვებგვერდზე www.palitral.ge.

„ლურჯი ოკეანის“ სერია გახლავთ პროექტი, რომელსაც ქართულ საგამომცემლო სამყაროში ანალოგი არ აქვს. „ლურჯი ოკეანე“ 2015 წლიდან, ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე აცნობს ბიზნესის შესახებ მსოფლიოს ბესტსელერებს. ამ პროექტის მიზანი ქართველ მკითხველს შორის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გავრცელება და ქვეყანაში ბიზნეს განათლებისადმი ინტერესის გაღვივებაა.

„ლურჯი ოკეანის“ თითოეულ წიგნში მკითხველი იპოვის არა მხოლოდ ყოვლისმომცველ ინფორმაციას თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიებისა და მეთოდების შესახებ, არამედ საკუთარი აზროვნების, ემოციური ინტელექტისა და წარმატებულ ადამიანებზე ორიენტირებული მეწარმეობის უნარების განვითარების ინსტრუმენტებსაც.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ „ლურჯი ოკეანის“ ბიბლიოთეკაში ყოველი წიგნი გახდეს შთაგონების, ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების წყარო მკითხველებისთვის, რაც დაეხმარება მათ წარმატებით გაუმკლავდნენ თანამედროვე ბიზნეს სამყაროს გამოწვევებს“, - აღნიშნავს „ლურჯი ოკეანის“ პროექტის წარმომადგენელი.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, შეიძინოთ ბიზნეს ლიტერატურის ჟანრის წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით მარტის ბოლომდე და აღმოაჩინოთ თქვენი პოტენციალი ბიზნესის სამყაროში.

R