ავტორი:

ვინ არის პაველ ჰერჩინსკი და რა არის ცნობილი პოლიტიკოსზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე კარლ ჰარცელს შეცვლის?

ვინ არის პაველ ჰერჩინსკი და რა არის ცნობილი პოლიტიკოსზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე კარლ ჰარცელს შეცვლის?

კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება. 4-წლიანი მისიის შემდეგ შვედი დიპლომატი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობას ტოვებს. უკვე დასახელდა მისი შემცვლელიც.

  • საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა.

პაველ ჰერჩინსკი პოლონელი პოლიტიკოსია, დიპლომატიურ თანამდებობაზე, ასევე ევროპის უსაფრთხოების კუთხით სხვადასხვა პოსტზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

მას დამთავრებული აქვს ვარშავის ეკონომიკის სკოლა და აქვს ეკონომისტის მაგისტრის ხარისხი. პოლონეთის გარდა განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა პოლონეთის სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე და ჩართული იყო პოლონეთის საგარეო ურთოერთობათა საკითხების ნორმალიზებაში.

პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატს ხელმძღვანელობდა. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.

ზედამხედველობდა ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკას, შეიარაღების კონტროლსა და განიარაღების სფეროებს, ჩართული იყო კონტრტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისეთი საკითხების მოგვარებაში როგორებიცაა კიბერ, საზღვაო და კოსმოსური უსაფრთხოება.

გარდა მშობლიური, პოლონური ენისა საუბრობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.