მამაკაცი, რომელსაც ქალზე მეტად ლეპტოპი იზიდავს, მასზე დაქორწინებას აპირებს

მამაკაცი, რომელსაც ქალზე მეტად ლეპტოპი იზიდავს, მასზე დაქორწინებას აპირებს

კრის სევიერი აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას უფლებას არ აძლევს, რომ საყვარელ ლეპტოპზე დაქორწინდეს. როგორც კრისი ამბობს, თუ ერთსქესიან წყვილებს აქვთ დაქორწინების უფლება, მასაც უნდა ჰქონდეს Macbook-ზე დაქორწინების საშუალება.

მოყვარული მოდელი აცხადებს, რომ კომპიუტერი, რომელიც პორნოგრაფიითაა ავსებული, მისი "სექსუალური ობიექტია" და ხელსაწყოებთან სექსი "ნამდვილ ქალთან" ურთიერთობაზე მეტად სიამოვნებს.

"დისკრიმინაციის მსხვერპლი ვარ, რადგანაც მათ უარყვეს ჩემი თხოვნა, კომპიუტერზე დაქორწინების უფლება მოეცათ. მივმართე იუტას კლერკს, რომ ჩემთვის და ჩემი მანქანა-მეუღლისთვის ქორწინების ლიცენზია მოეცათ. მათ ამ მოთხოვნაზე უარი თქვეს. თუ გეებს აქვთ უფლება, რომ "დაქორწინდნენ სექსუალური წადილის ობიექტთან", მეც მაქვს უფლება, ჩემს სექსუალურ ობიექტზე დავქორწინდე", - ამბობს კრისი.

აშშ-ის სასამართლოში მისი არგუმენტები არადამაჯერებლად შეაფასეს. როგორც მოსამართლე აცხადებს, ეს მოთხოვნა "არარეალური იყო".

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს